„თეთრი ხმაურის მოძრაობა“: კიდევ ერთი გამარჯვება!

100 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა-შენახვაზე პატიმრობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

გადაწყვეტილებას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს:

“კიდევ ერთი გამარჯვება !

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე არაერთ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, დატოვოს საპატიმრო დაწესებულება და მოიხსნას პირობითი სასჯელი.

თეთრი ხმაურის მოძრაობა მზადაა ნედლ მარიხუანაზე მსჯავრდებულ პირებს სამართლებრივ პროცედურებთან დაკავშირებით დახმარება გაუწიოს.“- აღნიშნულია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიმართვაში.