ვინ იყო ქალი, რომლის სახელი შორენა თეთრუაშვილის აჩრდილად იქცა…

შემთხვევა 1980 წლის 2 იანვარს მოხდა. ქალი კი , რომელიც იმ დღეს გარდაიცვალა თეთრუაშვილის უხლოესი მეგობარი იყო. ამ დროს უკვე წლებია გარდაცვლილის ძმა, ოთარ ზვიადაური იხსენებს და ამბობს, რომ ხელს ვერავის ადებს, მაგრამ მისივე თქმით შორენა თეთრუაშვილმა იცის დეტალები და არ ამბობს. მისივე თქმით, ნაზი ზვიადაური ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს, რომ მის დას ჭრილობა ჰქონდ მიყენებული, თუმცა გამოძიების ვერსიით ჭრილობა ავარიის შედეგად ქვაზე დაცემამ გამოიწვია. ზვიადაურს აღნიშნულ ვერსიაში ეჭვი ეპარება და ამბობს, რომ იმ დროისათვის დიდი თოვლი იყო მოსული და გამორიცხულია, ქვას ასე დაეზიანებინა ცხედარი. იქვე იმასაც დასძენს, რომ ამ კუთხით საქმის მასალებიდან გამქრალი დანაც აჩენს გარკვეულ კითხვებს.

ზვიადაურის ინფორმაციით,  შორენა თეთრუაშვილი მისი დის უახლოესი მეგობარი იყო და მისგან სიმართლის გარკვევის დიდი იმედი ჰქონდა, თუმცა, როგორც განმარტავს, ჩვენებები ყველამ შეცვალა, მათ შორის თეთრუაშვილმაც. ავარიიდან მოკლე დროის გასვლის შემდეგ კი თეთრუაშვილმა საპატრიარქოში დაიწყო მუშაობა.

„დედას ჰქონდა რამდენჯერმე მცდელობა, რომ ენახა შორენა… სახლში რომ მიაკითხა, არ მიიღო – წივილ-კივილი აუტეხა, საპატრიარქოში „გული წაუვიდა“, მისი ერთადერთი პასუხი იყო: მე ნაზის ცხედართან უკვე მოვინანიე დანაშაული!“ გასვენების დღეს, შორენამ მიცვალებულის სახლიდან გამოსვენებამდე, ნაზის ცხედართან მარტო დარჩენა ითხოვა, ყველანი გარეთ გამოვედით და მხოლოდ ის დარჩა ნაზისთან. დაახლოებით ნახევარ საათს… მე სიბოროტის კუთხით არ ვსაუბრობ, დამიჯერეთ. დედას ეშინოდა, რომ მე პირადად არ ჩამედინა დანაშაული… ისე, დღეს, რომც გავიგო ჩემი დის მკვლელის ვინაობა, შევუნდობ და მივუტევებ, მხოლოდ სიმართლე მინდა ვიცოდე! როგორც ახლა მე თქვენ გიყურებთ, ისე იცის შორენამ სიმართლე, მაგრამ არ ამბობს… მას ან სასჯელის ეშინია, ან ვიღაცის!“ – აცხადებს ოთარ ზვიადაური.

როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს, შეეცდება თავიდან გამოიკვლიოს, როტომ და რა ვითარებაში გარდაიცვალა მისი და და ამ მიზნით პროკურატურაში განცხადების შეტანასაც გეგმავს.