პირველად საქართველოში – ტიფლოკომენტირება დაიწყო

პირველად საქართველოში: სამინისტროს ინიციატივით  საქართველოში უსინათლოთა და მცირე მხედველთათვის საფეხბურთო მატჩების აუდიოაღწერილობითი კომენტირების პროგრამა (ტიფლოკომენტირება)  დაინერგა

დღეიდან უსინათლო და შეზღუდული მხედველობის მქონე გულშემატკივრები საფეხბურთო მატჩებზე დასწრებას და მათ მაქსიმალურად სრულფასოვან აღქმას შეძლებენ. ტიფლოკომენტირებით პირველი მატჩი დღეს „დინამო არენაზე“ გაიმართება. ფეხბურთის ქომაგები 21:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას დაესწრებიან თბილისის „დინამოსა“ და სომხურ კლუბ „ალაშკერტს“ შორის.

ტიფლოკომენტირების პროგრამა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დანერგა. სპეციალური კომენტატორები უცხოელმა ტრენერებმა მოამზადეს. ისინი მატჩის მსვლელობისას დეტალურად აღწერენ როგორც სათამაშო მოედანზე, ასევე მთლიანად სტადიონზე მიმდინარე მოვლენებს. აპარატურის სიხშირე მთელ სტადიონს ფარავს, ამდენად უსინათლოთათვის სპეციალურად ადგილების გამოყოფა საჭირო არაა. სიხშირის მისაღებად გულშემატკივრებს მხოლოდ მობილური ტელეფონი და ინდივიდუალური ყურსასმენი ჭირდებათ.

„დინამო არენაზე“ პროგრამის ტესტირებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიტარიელ ხეჩიკაშვილი და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია უსინათლოებთან ერთად დაესწრნენ.

კომენტარის დატოვება