თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გაიხსნა

სამუშაო შეხვედრა DIB-ში

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ. სკოლის ხელმძღვანელებმა და თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერიამ სტუმრებს DIB-ის მიზნებისა და ამოცანის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და სკოლის სტრატეგია გააცნეს. სამუშაო შეხვედრას ნატოსა და საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 28 ივნისს გაიხსნა და ნატოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. სკოლის მთავარი ამოცანა უსაფრთხოების სექტორში წარმატებული მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებაა. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა. პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით საქართველოში მოვლენილი პროექტის გერმანელი ხელმძღვანელი და სლოვაკი ექსპერტი ქართველ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მალე პროექტში ნატოს კიდევ ერთი წევრი ქვეყანა, იტალია ჩაერთვება.

კომენტარის დატოვება