“რუსთავი 2 საქმე, ეს არის კოჰაბიტაციური შეთქმულება სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ!”

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი.

მედიას აქვს უფლება იყოს ტენდენციური, მიკერძოებული, უნამუსობამდე ცრუც – სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით – რ2-ს სრული უფლება აქვს მოვლენები გააშუქოს ისე, როგორც თავად მოეხასიათება.

ჰოდა ხალხს ნუ ასულელებთ!

რ2-ის თემა წმინდა სისხლის პური და სანახაობაა. არაფერი არ უდგას წინ სიმართლის სამართლებრივი გზით დადგენას, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა გადაიფაროს ყველა ის პრობლემები, რაც ქვეყანას უხვად შემოეძალა და რომელთა სერიოზულობას ჩვენი საზოგადოების თუ პოლიტიკური სპექტრის 90% ჯეროვნად ვერც აცნობიერებს…

P.S. ვფიქრობ რუსთავი 2 საქმე, ეს არის კოჰაბიტაციური შეთქმულება სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ!