არა ომს! ჩვენ მშვიდობა გვინდა-„მშვიდობის ანგელოზები“ თბილისში (ვიდეო)

დღეს თბილისში საქართველოს ქალთა საბჭოს ინიციატივითა და ორგანიზებით უკრაინელმა და ქართველმა ბავშვებმა „მშვიდობის ანგელოზები“ გააკეთეს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ პროექტის–’ბავშვები ითხოვენ მშვიდობასფარგლებში 1–4 ოქტომბერს საქართველოში დონეცკის ოლქიდან ბავშვები იმყოფებოდნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა უკრაინის პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლუბეცინი და პროექტის ხელმძღვანელი ანა კრისიუკი. პროექტი მიზნად ისახავდა მასში მონაწილე ბავშვთა მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას უკრაინაში და საერთოდ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, რათა მეტმა ადამიანმა დაუჭიროს მხარი კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. საქართველოს ქალთა საბჭომ რამოდენიმე თვეა დაიწყო ანალოგიური პროექტიარა ომს,ჩვენ მსვიდობა გვინდა და სპეციალურად შექმნილ პლაკატზე სხვადასხვა ქვეყნისა და ეროვნების ქალებმა მოაწერეს ხელი.

იდეის თანხვედრის გამო უკრაინელები და ქალთა საჭო მშვიდობისთვის გაერთიანდნენ და სწორედ მშვიდობის ხიდზე დააფიქსირეს  თხოვნა მსოფლიოს ხალხთა წინაშე. დონეცკელმა სტუმრებმა ქალთა საბჭოს პლაკატზე გააკეთეს ხელმოწერები და „მშვიდობისათვისმასშტაბურმა  აქციამ  საქართველოდან, თბილისიდან აიღო სტარტი.

შემდეგ აქცია უკრაინაში გაგრძელდა. ბავშვების ხელით დამზადებული „მშვიდობის ანგელოზები“ სამხედროებს დაურიგდათ და ამით კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ „ომს ვეუბნებით არას!“

დღეს კი ქალთა საბჭოს  და უკრაინის ”განვითარებისა და ხელოვნების ცენტრის”ორგანიზებით,  რომლის დირექტორია  ვალენტინა მარჯანიშვილი უკვე თბილისში გაკეთდა  აქცია . აქვე უუნდა აღინიშნოს, რომ ვალენტინა მარჯანიშვილი არის  ქალთა საბჭოში ქართველ–უკრაინელ ქალთა კომიტეტის ხელმძღვანელი. მათივე ორგანიზებით ჩატარდება მასტერკლასები როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებში.

აქციას ესწრებოდა და შემდგომ აქციებში ჩართვას გეგმავს  უკრაინის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დიპლომატი ლილიანა ვიქტორია.

ქალთა საბჭოს წევრმა ქალბატონებმა  „მშვიდობის ანგელოზები“ ბავშვებთან ერთად უკვე თბილისში დაამზადეს და ამით დაიწყეს გლობალური აქცია, რომელშიც იმედოვნებენ რომ საზოგადოებაც ჩაერთვება.

ბავშვებმა ადგილზე ისწავლეს ანგელოზების გაკეთება, ისინი მოხარულნი არიან, რომ პირველები ჩაერთვნენ აქციაში და ამ პატარა ანგელოზებით თავიანთ ხმას მიაწვდენენ მსოფლიოს-„ჩვენ მშვიდობა გვინდა!“