დაკავება უაქციზო სასმელების რეალიზაციისას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების, აქციზური მარკის გარეშე  რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მისი კუთვნილი მაღაზიიდან, სისტემატურად ახდენდა მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი  ალკოჰოლური სასმელების უაქციზოდ რეალიზაციას, რითაც, იგი თავს არიდებდა კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2017 წლის 21 თებერვალს, საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა უაქციზო სასმელების რეალიზაციისას. მისი მაღაზიის და საცხოვრებელი  სახლის ჩხრეკისას ამოღებულა დიდი რაოდენობით  ,,BELUGA“- ს, „FINLANDIA”- ს, ,,NEMIROFF”- ს და სხვა დასახელების უაქციზო არყები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება  საქართველოს სსკ – ის  200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6  წლამდე.