პროექტი „ქველმოქმედი“ 25 თებერვალს გორში ჩადის

კომპანია ბიზნეს მედია მენეჯმენტი ტელეკომპანია დიას მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საქველმოქმედო პროექტს ,,ქველმოქმედი’’. 

       პროექტის მიზანია, დავეხმაროთ 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ მოსახლეობას, მათ გაეწევათ არა მხოლოდ მატერიალური და ფინანსური თანადგომა, არამედ ჩეუტარდებათ უფასო სამედიცინო გამოკვლევები.

პროექტის ფარგლებში კონკრეტულ ჩასახლებებში გაიმართება ღონისძიებები.

ამ პროექტის ფარგლებში 25 თებერვალს გორს დავით მეტრეველის კლინიკის ექიმები ესტუმრებიან და დევნილებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

პროექტის წამყვანია მსახიობი ნანა ხურითი რომელიც საზოგადოებას დეტალურად გააცნობს პროექტის მიმდინარეობას.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია ტელეკომპანია “დია” და საინფორმაციო სააგენტო GeoMediaTV