გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებს ჩაბარდება(ვიდეო)

გუკა რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ყველა დოკუმენტზე ხელი მას აქვს მოწერილი, შესაბამისდ მისი ჩაბარების შემდეგ მოსამართლე ვალდებულია, უკვე დაკავებული პირები გაათავისუფლოს.

როგორც ვიდეოშია ნათქვამი, რჩეულიშვილი თავად აწერდა ხელს ყველა საბუთს და სალომე ჩარკვიანი არაფერ შუაშია. მისივე თქმით, ის ჩაბარებას აპირებს და აუცილებლად დაამტკიცებს საკუთარ სიმართლეს.

როგორც გუკა რჩეულიშვილმა აღნიშნა, რადგან ის იყო კომპანიის გენერალური დირექტორი, მოსამართლეს არ ექნება სხვა გზა, რომ არ გაათავისუფლოს დაკავებული სამი პირი.

საქალაქო სასამართლომ “ცენტრ პოინტის” საქმეზე ოთხივე ბრალდებულს სალომე ჩარკვიანს, ირაკლი მინდელს, მაია რჩეულიშვილს და გუკა რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარის დატოვება