ვაჟა აზარაშვილი იუბილარია-ვულოცავთ! (ვიდეო)

ქართველი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს დაიბადა.

ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტალური, მიუზიკლი და საესტრადო. მის შემოქმედებით ინდივიდუალობას იშვიათი გულწრფელობა, ნატიფი გამომსახველობა და თვითგამოხატვის თავისუფლება განსაზღვრავს.
ვაჟა აზარაშვილი წერის ტრადიციულ მანერას ოსტატურად უთავსებს თანამედროვე გამომსახველობით საშუალებებს.
ის ჩინებულად გრძნობს როგორც ინსტრუმენტულ, ასევე ვოკალურ ფაქტურას, მოქნილად უკავშირებს ერთმანეთს კომპოზიციური სტრუქტურის ლოგიკურობას და თავისუფალ იმპროვიზაციას.

მან ბევრი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს.

ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები გამოცემულია და ხშირად სრულდება როგორც ჩვენში, ისე უცხოეთის ქვეყნებში. გამოცემულია გრამფირფიტები და ოთხი კომპაქტ დისკი.
ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა.

 

კომენტარის დატოვება