დიპლომატია თუ ომი-ავაკოვი ყირიმის და დონბასის დაბრუნების გეგმაზე ალაპარაკდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა  ТСН -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას აქვს კონკრეტული გეგმა როგორ დაიბრუნოს ყირიმი და დონბასი თავის შემადგენლობაში. მისი თქმით, უკრაინა არ აპირებს პუტინის რეჟიმთან შეგუებას.

-„გვაქვს კონკრეტული გეგმა, ასე რომ თუ პუტინის რეჟიმი დაიწყებს მთელი მაშტაბებით ამოქმედება, ჩვენ მზად ვართ, რომ დიპლომატიით და არა ომით დავიბრუნოთ მიტაცებული ტერიტორიები. უკრაინა დღეს იმ მდგომარეობაშია, როცა ეს საკითხი სწრაფად უნდა გადაწყდეს. პუტინი ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს ამერიკის ახალი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მუშაობის დასაწყისი, ასევე გერმანიასა და საფრანგეთში მიმდინარე წინასაარჩევნო ბრძოლები, მაგრამ ვფიქრობ, ეს სიტუაცია უკრაინისთვისაც არის ფანჯარა“-განაცხადა ავაკოვმა.

მინისტრმა აქვე გააკრიტიკა ტერიტორიების დაბრუნების გეგმა, რომელიც დეპუტატმა აბდრეი არტემენკომ წამოაყენა და „მანიპულატორი გეგმა“ უწოდა.

ავაკოვნა ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა, რომ მომდევნო 2 წელიწადში ჩატარდება ოპერაცია ყირიმისა და დონბასის დასაბრუნებლად.