სოროს-მაკკეინის ინკუბატორიდან გამოსული კადრები დღესაც მრავლადაა ხელისუფლებაში

ზაზა მჟავია

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობა”

-“საქართველოში სოროს-მაკკეინის ტანდემს წლების მანძილზე ჰქონდათ შექმნილი ინკუბატორი, საიდანაც, ალენ დალესის იდეებით და დოქტრინით გაზრდილი კადრები მოდიოდნენ ხელისუფლებაში და დღესაც მყარად და ბლომად არიან საქართველოს მთავრობაში, ეს ძირითადად გახლავთ ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტი.

აუცილებლად უნდა გადაიხედოს ამ ორგანიზაციის და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაც და დაფინანსებაც, უნდა შეწყდეს საქართველოს ხელისუფლებაში ამ არასამთავრობოებიდან კადრების პორტირება. მართალია ამას ვერ და არ განახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ ეს არის აუცილებელი პროცესი, თუ რატო, ამაზე პასუხს გავცემ ნებისმიერს, ოღონდ ტელეკამერების წინ და საქვეყნოდ”.