ღლონტი: ხაჩიშვილი ამომრჩევლებს სთავაზობს რუსულ პენსიებს და დაუფარავად საუბრობს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე!

ლადო ბედუკაძის პოლიტიკაში წასვლას და პარტია „ცენტრისტების“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენას, პარტია „რეფორმატორების“ ლიდერი, ირაკლი ღლონტი ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გაერთიანება რუსული სპეცსამსახურების მორიგი პროექტია.

-„ეს არის საგანგაშო ფაქტი !

დაუყონებლივ უნდა მოხდეს ამ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა, რომელიც ჩემი წინასწარი ვარაუდით რუსული სპეცსამსახურების მორიგი პროექტია. მე, ლადო ბედუკაძის ბადრაგობიდან გაპოლიტიკოსობას ვერ აღვიქვამ სერიოზულად, ეს დაბალი დონის მანევრია, თუმცა ჩემს აღშფოთებას იწვევს ხაჩიშვილის განცხადებები. ის თავხედურად აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს და ამომრჩევლებს სთავაზობს რუსულ პენსიებს და ,,ცალმხრივად გადაწყვიტა” უვიზო რეჟიმის ამოქმედება !!! ის დაუფარავად საუბრობს ოკუპირებული საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე. ასეთი უინტელექტო და ძველ მდინარეში მცურავი ხალხი მომეტებული საფრთხის შემცველია სახელმწიფო ინტერესებისთვის. უინტელექტობის და უცოდინარობის ზენიტია, როცა ,,პოლიტიკოსი” იძულებით გადაადგილებულ პირებს ლტოლვილებად მოიხსენიებს !

არ მექნებოდა რეაქცია, თუმცა დღეს რუსეთის სათბურად ქცეულ ქვეყანაში კიდევ ერთი პროექტის დამატებით ამოქმედება საფრთხეების აღკვეთაზე მაფიქრებს !!!-აცხადებს ღლონტი.

კომენტარის დატოვება