ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ათენში საავადმოფო ,,ერითროს სტავროსში” წინასწარი ინფორმაციით ანევრიზმის დიაგნოზით, საქართველოს მოქალაქე , ახმეტის მუნიციპალიტეტის ,სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრი 1972 წელს დაბადებული ხათუნა თორღვაიძე გარდაიცვალა. ხათუნა თორღვაიძე საბერძნეთში ლეგალურად იმყოფებოდა და ათენში ფსიაქტიულ კლინიკაში მედდად მუშაობდა.
ხათუნა თორღვაიძის გარდაცვალების შესახებ მისი მეგობრების მიერ ათენში, საქართველოს საკონსულოს მიეწოდა ინფორმაცია და გარდაცვლილის ოჯახის მიმართვის შემდგომ სამშობლოში გადასვენების პროცედურა დაიწყება.