მიუღებელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა

გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი

საქართველოსათვის მიუღებელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა, რომლითაც იგი საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობის ინიციატივით გამოდის, მას შეუძლია ავსტრიაში მოაწყოს კეთილმოწყობილი ლტოლვითა ბანაკები ლტოლვილებისათვის, როგორც, „ავსტრიის საგერო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობის ინიციატივით გამოდის მისი თქმით „დევნილების ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მიღების ინიციატივით გამოდის და ასეთ ადგილად საქართველოს, ეგვიპტეს, ან ბალკანეთის რომელიმე ქვეყანას მიიჩნევს.ამის შესახებ კურცმა გაზეთ „Bild am Sonntag”–თან ინტერვიუში განაცხადა. ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საკითხი, თუ ევროკავშირის არაწევრ რომელ ქვეყანაში განთავსდება ასეთი ბანაკები, არც ისე მნიშვნელოვანია. – „მე ვიმოგზაურე საქართველოში, აქ მშვენიერი გარემოა საამისოდ, მთავარია, მათ უზრუნველყონ ამ ადამიანების უსაფრთხოება და ევროპის მიმართულებით დაძრული ლტოლვილები ამ ბანაკებში გადამისამართდნენ, – განაცხადა კურცმა.

ავტსტრიელი მინისტრის თქმით, ასეთი ცენტრები ლტოლვილთა საკითხებში გაეროს გენერალური კომისრის მონაწილეობით უნდა შეიქმნას.“ უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს, რომ საქართველოსათვის მიუღებელია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა რომლითაც იგი საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების მშენებლობის ინიციატივით გამოდის, მას შეუძლია ავსტრიაში მოაწყოს კეთილმოწყობილი ბანაკები ლტოლვილებისათვის, თუმცა საინტერესოა საქართველოს ხელისუფლების რეალური პოზიცია რაც ერთის მხერივ ხელისუფლებისათვისაც იქნება ტესტიც რამდენად ზრუნავს საქართველოს ინტერესებზე და რამდენად ადეკვატურად მიიღებს გადაწყვეტილებას როდესაც საქართველოს თავისივე სამშობლოში სამასი ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული (ლტოლვილი) საქართველოს მოქალაქე ჰყავს რომლებიც განიცდიან ეკონომიურ სიდუხჭირეს და ასევე ორი რეგიონი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, და ა.შ…. თუ აღნიშნული გადაწყვეტილება რაიმეთი შეიძლება უკავშირდებოდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე ვალდებულების აღებას რაც დაკავშირებულია საქართველოს მიმართ ამ ბოლო დროს მოცემულ ვიზალიბერალიზაციის მონიჭებას ასეთი მონიჭებული ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად არ გვჭირდება, რამეთუ ასეთი სახის გადაწყვეტილება დადებითი შედეგის მომტანი არ იქნება ვიმედოვნებ რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს ინიციატივა თავისი მოსაზრება და არა ევროკავშირის პოლიტიკის ნაწილი რასაც დადებითად ვერ შევაფასებ და ლეგიტიმური კითხვები გაგვიჩნდება.

მივმართავ საქართველოს საგარეო უწყებას გააკეთონ ოფიციალური განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ საქართველოსათვის მიუღებელ განცხადებაზე რათა მოსახლეობამ ვიცოდეთ საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ევროპელი პარტნიორების თუ არა საქართველოს ინტერესებს.