„უახლოეს ხანებში რუსეთი ენგურზე საბაჟო პუნქტს გაგვიხსნის!!! ხელისუფლება მოღალატეობრივად სდუმს!

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი მოსახლეობისთვის ჩაკეტა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91/

ამ ფაქტს “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია ეხმიანება.

S.O.S.!!!!

სამწუხაროდ ვარაუდი ამჯერადაც გამართლდა. გარდა იმისა, რომ რუსეთმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი ჩაკეტა, რამდენიმე დღეში ენგურზე საბაჟო გამშვებ პუნქტსაც აამოქმედებს..
საქართველოს ხელისუფლება მოღალატეობრივად სდუმს და იმის მაგიერ, რომ საერთაშორისო არენაზე განგაში ატეხოს, ის გვთავაზობს პურს და სანახაობას!

უახლოეს ხანებში რუსეთი ენგურზე საბაჟო პუნქტს გაგვიხსნის!! აი რის გადაფარვას ემსახურება მთელი ეს პური და სანახაობა… დამიჯერეთ, რ2-ს ეშველება, იმას კი, რასაც ეს ხელისუფლება ამასობაში აფუჭებს, აღარასოდეს…