“სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა”

ოთარ კახიძე

უმცირესობის დეპუტატი, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი

-“დღეს სტრასბურგია მთავარი საკითხი და შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვაა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში.

ამ საქმეზე აპლიკაცია მე გავგზავნე და ვიცავდი ვანოს უფლებებს.

მტკიცებულებათა წარდგენა დავასრულეთ თუ არა, თეა წულუკიანმა სასამართლოს მიწერა – ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა, ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო.

ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში.

ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა ქ-ნმა თეამ.

სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ჩემი გაგზავნილი მტკიცებულებები დაშვებულია და მე კვლავ წარმოვადგენ ვანო მერაბიშვილის ინტერესებს.

შევხვდებით 8 მარტს სტრასბურგში”