შორენა თეთრუაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. მისივე თქმით, თეთრუაშვილმა ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, თუმცა თავად იურისტი დაკითხვას არ ესწრებოდა  და მისთვის უცნობია კონკრეტულად თუ რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას.

-„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ქალბატონი შორენა დაიკითხა მთავარ პროკურატურაში, ზუსტად არ ვიცი, ხუთშაბათს, თუ პარასკევს საღამოს. როგორც მე ვიცი, ყველა შეკითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. სამართლებრივად მას მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან დადგენილება გამოტანილი იქნა მისი დაზარალებულად ცნობის შესახებ, რა თქმა უნდა, ეს აისახებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში”.