აფხაზეთის მთავრობის მრჩეველთა ბიუროს წევრის ღია წერილი აშშ-ს, რუსეთს, ოსებს და აფხაზებს

  კახაბერ თორია

აფხაზეთის მთავრობის მრჩეველთა ბიუროს წევრმა

ღია წერილი

აშშ-ს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბ-ნ დონალდ ტრამპს – აშშ-ს საელჩოს;

მის აღმატებულებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბ-ნ ვლადიმერ პუტინს;

ჩვენს ძმებს აფხაზებს და ოსებს;

პოლიტიკური კონიუნქტურის აპოლოგია

მოგახსენებთ, რომ ომის დაწყების დროს ჩემი თაობა სკოლის ეზოდან აკვირდებოდა იმ საშინელებას, რომელსაც ომის ესკალაცია ქვია. შესაბამისად, ჩვენს თაობას დიდი არაფერი პასუხისმგებლობა არც აქვს ურთიერთობების გაფუჭებაზედ, გარდა სუფთა თვალებით უცნაური მოვლენებისადმი დაკვირვებისა, რაც გვაფიქრებინებს ჩვენი ორივე მხარის თაობების ალალმართლობას, რომელიც პერსპექტივაში განაპირობებს ურთიერთობების ნორმალიზაციასა და ურთიერთმიტევებას.

მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ბუნება ბატონობისა და ექსპანსიისკენაა მიდრეკილი. ასევე მოგეხსენებათ, რომ ყოველი ჭკუათმყოფელი ჯგუფი, ეთნოსი, ერი ცივილიზაციას ქმნიდა მდინარის პირას, ზღვის ან ოკეანის შორიახლო და ფუნდამენტებზე ზედნაშენებთ იქმნებოდა ქალაქ-პოლისები. ეს იყო ერთგვარი წინაპირობა ოჯახების გამოკვებისათვის, როგორიცაა თევზი, შლამს მოყოლილი შეშა, გადამფრენი ნანადირევი და ყველაზე მთავარი – ნოყიერი მიწა, რაც მოცემულ ტერიტორიაზე ყოფნას რენტაბელურს ქმნიდა მთელი რიგი საყოფაცხოვრებო ელემენტებით. რომ არაფერი ვთქვათ ბუნებრივად დამცავი ზღუდის ფუნქციაზე და სავაჭრო არტერიების უდიდეს მნიშვნელობაზე საზღვაო-სახმელეთო კუთხით.

ამასთან, დიდი დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზები და ქართველები, ასევე ოსები და ქართველები, თავიანთ რწმენაში მართლები არიან, რადგან ორივე თუ სამივე აბორიგენი მოსახლეობაა და რაზედაც ოდნავ ქვემოდ არგუმენტირებულად მოგახსენებთ.

მოგეხსენებათ, რომ მთა და ბარი ერთგვარი რელიეფური სინთეზია და ზემოთკენ თუ ქვემოთკენ ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს.

შესაბამისად, გასაგებია რომ საქართველოს სამეფოს, როგორც ყველა დროში დომინანტს, ათვისებული ჰქონდა ბარიც და ზღვის სტრატეგიული სანაპიროც და დიდი უპირატესობით აკონტროლებდა მას საუკუნეების განმავლობაში, რაზეც მეტყველებს ფაქტები, უძველესი კულტურული ძეგლების განლაგება, ენობრივი ფაქტორი და ენათმეცნიერთა გამოკვლევები მთელი რიგი ნიუანსებით და საბუთებით, მსოფლიო ისტორიის მემატიანეთა მყარი პასაჟები და არგუმენტები, ასევე ჩვენი ავტორიტეტული ისტორიკოსების კონსტატირებული არგუმენტები, ტოპონიმიკის ფაქტორი და ა. შ..

თუმცა, არსებობს ასევე მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი სიმართლე, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ კავკასიის მთა და ბარის სიმბიოზში, მთაში მცხოვრები ეთნოსები ნელ-ნელა ეწაფებოდნენ ბარის სიმარტივეს თუ უპირატესობას და შესაბამისად ხვდებოდნენ, რომ ოჯახის გამოკვება ზღვასთან და მდინარის პირას, სადაც, როგორც წესი, ყველა დროშიც კი იქმნებოდა ცივილიზაციები(ნილოსი) და გაცილებით მარტივი იყო თავის გადარჩენა, გამომდინარე იქიდან, რომ მანდ მოიპოვება თევზი, მდინარეს ჩამოაქვს და ზღვაც გამორიყავს შლამთან ერთად შეშას, მოიპოვება გადამფრენი ფრინველები ნადირობის თვალსაზრისით, ასევე ნოტიო კლიმატი და შესაბამისად უნოყიერესი მიწა, რაც თავისთავად გახდა კარგი გაგებით მაპროვოცირებელი ფაქტორი მთიდან ბარში ჩამოწევისა და მეტნაკლები კომფორტის აღქმისა. იგივე ანალოგია შეიძლება მიესადაგოს ოსებსაც, მხოლოდ ზღვის გარეშე, მაგრამ ნოყიერი მიწების მოტივით.

ასევე მოგეხსენებათ, რომ გნებავთ საერთაშორისო სამართლით თუ შიდასამართლებრივი რეგულაციებით, ან კიდევ საკაცობრიოდ აღიაქრებული წესებით, ადამიანის კერძო საკუთრება ხელშეუვალია, თუ, რასაკვირელია, თვითონ კანონმა თავისი ვიწრო საკანონმდებლო შიდასამართლებლივ პრიზმაში სხვა რაიმე ალტერნატივა არ შესთავაზა ამა თუ იმ პირს საკუთრების საკომპენსაციოდ, რისი ანალოგიაც შიდა სამართალშიც კონსტიტუციურ დონეზეც მითითებულია. ასევე ნონსენსია დევნილთა დაბრუნების უპერსპექტივობაზე მინიშნებაც კი, და როგორც კი დახვეწილი იურისტები წამოიზრდებიან ზოგიერთ ანკლავებში, ისინი შავით თეთრზე დაუმტკიცებენ თავიანთ წინამორბედ და პოლიტიკურად ეიფორირებულ თუ ხან ანგაჟირებულ თაობას, რომ დევნილის დაბრუნების უფლება არის ხელშეუვალი, ისევე როგორც კერძო საკუთრების უფლება.

რაც შეეხება მთავარს. აფხაზებსაც და ოსებსაც, თავისთავად ქართველებსაც სწამთ, რომ ეს მიწები მათია, რწმენა კი არავის ადანაშაულებს და როცა რაღაცა სისხლხორცში გაქვს გამჯდარი, თვითშეგნებაც პატიოსანია და ბოროტების თუ მზაკვრობის ელემენტები არც იკვეთება, გარდა იმ კატეგორიისა რასაკვირველია, ვინც სპეცსამსახურებთანაა შეკრული და ანგაჟირებულ-ოდიოზური სტილისტიკით ცდილობს ობივატელის სკეპტიკურ მართვას. ილუსტრირებისთვის შესაძლოა მოვიყვანოთ მაგალითები და ვთქვათ რომ პოლიტიკურ მეცნიერებებში სახელმწიფო ხშირად ედარება ოჯახს მთელი თავისი ატრიბუტიკით. ახლა კი დავფიქრდეთ რამდენს გაგვიყიდია მიწები, რამდენი განვუკულაკებივართ და დღეს ჩვენს მიწებზე ათობით მეზობლები ცხოვრობენ, და ვერც ერთი სამართალი თუ სახალხო ადათ-წესები ვერც კი მიანიშნებს იმათ, რომ ეს მიწები ასე და ისეო, ჩვენი წინაპრების იყოო. ასეა საერთაშორისო სამართალშიც და ვერც ერთ, რამოდენიმე საუკუნოვან სახელმწიფოსაც კი ვერ ეტყვი, რომ ეს მიწა ადრე ამის და ამის იყოო, რადგან ამას არეგულირებს საერთაშორისო სამართალი და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. ხოლო, ჩვენს შიდა მინი-სიტუაციაში, მთიდან ჩამოიწია თუ ბარიდან აიწია ორმა ძმამ, ამას არსებითი მნიშვნელი არც აქვს, რადგან ისინი დასახლდნენ და მორჩა ლეგალიზაციაც პარიტეტულია.

ამდენად, ჩვენი ამოცანაა ვცნოთ ერთმანეთის აბორიგენობა და ერთი და იგივე მთა-ბარის შვილობა. ასევე სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკის და სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის როლის დიდი უპირატესობით ჩვენი წარმოჩენა და ამის დივიდენტთა კალათაში ჩაგდება, რადგან ეტიმოლოგიურად უამრავლი არგუმენტი არსებობს მასზედ, რომ ეს ძირძველი მიწა ოდითგანვე ეკუთვნოდა ქართულ სახელმწიფოს, განსაკუთრებით ზღვისპირეთის შემოფარგვლით.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, როდესაც ბარის მოსახლეობა პატიოსნად და ქრისტიანული ჰუმანიზმით ოჯახურ თუ პოლისურ ატმოსფეროს ქმნის, ხოლო „ვიკინგებისა არ იყოს“, მთის მოსახლეობას უფრო მუხლმაგარი და ინსტიქტური ცხოველმყოფელი თვითგადარჩენის ბრძოლისუნარიანობა აშკარად ძლიერი აქვს და ამ პატიოსან ქრისტიანინებს მოქნილობითა თუ გაკაჟებული პირველსაწყისით ერევიან, რამაც არ დააყოვნა და ისინი პრაქტიულად პარიტეტში გაბატონდნენ პირველ ეტაპზე და შემდგომაც განაგრძეს რიჩაგების თუ ზეწოლის ბერკეტების ხელში ჩაგდება, და ესეც ჩვეულებრივი კანონზომიერებაა ბრძოლის დროს თქთქოს.

ეს იყო და ეს, ამდენად ეს დალოცვილი აფხაზეთი გვეკუთვნის ყველას, ოდნავ მთიდან ჩამოწეულებსაც და ბარში დამხვდურებსაც, რომლებსაც იგივე მთა თავისივე სანადირო ტერიტორიად მიაჩნდა, რადგანაც, როგორც ზემოდ აღვნიშნე მთა და ბარი რამ გაყო, გარდა რელიეფური ნაირსახეობისა, გამომდინარე აქედან, სამთავე ერს თუ ეთნოსს აქვს ლეგიტიმური უფლება, მიწაწყალი აღიქვას სათავისოდ და პოლიტიკური კულტურის პროგრესის შემთხვევაში ერთად ყოფნის შემაფერხებელიც არ იარსებებს.

არის ასევე მეოთხე ფაქტორი რუსეთის სახით, რომელიც ჩრდილო კავკასიაში დომინირებს პოლიტიკური ნიშნით და მასაც გააჩნია პოსტისტორიული საფუძვლები აწმყოში და ამ რეალობას დღეს ჩვენ ვერსად გავექცვით.
ამ განლაგებაში ჩვენი ამოცანა და ინტერესია ამის ყველაფრის არაგამაღიზიანებლად და ადამიანურად მიწოდება ოთხივე მხარისთვის და შემდგომ ამისა კონსტრუქციული ურთიერთობების აწყობა და მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომა შერიგების მიზნით, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც.

ასევე მოგეხსენებათ, რომ რუსეთს კავკასიაში დიდი-ტრიადა აქტორებიდან ერთადერთი ქრისტიანი „მოკავშირე“ დასაყრდენი საქართველო ჰყავს და გარსშემორტყმულია ისლამური სახელმწიფოებით თუ შიდა ჯუჯა სუბიექტებით. ამდენად თურქეთთან, ირანთან და ზოგადად ისლამის ფაქტორთან სწორედ რომ საქართველოა ბუფერული ბურჯი და თავისტკივილის უებარი პანაცეა, რაც იძლევა იმის ლოგიკურ საბაბს, რომ აშშ, რუსეთმა და საქართველომ ერთობლივად ჩამოაყალიბონ ანტიტერორისტული ცენტრები, ასევე ერთგვარი გარანტიებით თავინთ ტავზე აიღონ პატარა სუბიექტებზე პროტექტორატი და ერთობლივადვე მიუსხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას კონფლიქტების გადასაჭრელად, ეს იქნება გარიგებებით თუ მიზნებისა და ამოცანების შეჯერებით, ბიძგი მისცენ კონფლიქტების პრობლემატიკის სისტემატიურ მოწესრიგებას.

ასევე ნიშანდობლივია, ჭარელი პოლიტოლოგის, ბატონ ასლან ლორთქიფანიძის მოსაზრება, მასზედ რომ, თუ აჭარა დათანხმდება რეგიონალიზმისა თუ თვითმმართველობის რელსებზე გასასვლას, ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ძმებს აფზაზებს და ოსებს შევთავაზოდ სამსუბიექტიანი ასიმეტრიული თუ სიმეტრიული ფედერაციული მოწყობის მოდელი, მთავარია ძემოდმოყვანილი ძლიერი აქტორები აშშ-სა და რუსეთის სახით, ჩვენთან ერთად შეჯერნენ და შეთანხმდნენ კონფლიქტის დარეგულირებაზედა კავკასიაში სტაბილურობის ნორმალიზციაზე.