თალაკვაძე: ბიზნესი – ხელშეუხებელია, ადამიანის უფლებები- დაცული, მედიასივრცე- თავისუფალი, ხოლო ჯანდაცვა ხელმისაწვდომი

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“  განახლებულ სიაშია. როგორც მან ახალი სახეების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, ის შეუერთდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არის გუნდი, იმიტომ, რომ დღეს ბიზნესი არის ხელშეუხებელი, ადამიანის უფლებები არის დაცული და მედიასივრცე თავისუფალი, ხოლო ჯანდაცვა ხელმისაწვდომი.

„ეს არის ის წინაპირობები, რომლებსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის თაოსნობით, დავაშენეთ და დავამატეთ წარმატებულ რეფორმებს. ეს არის განათლების და ეკონომიკური სფეროს რეფორმები. ეს არის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება საქართველოში, სახელმწიფო მმართველობის სისტემის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება. ეს არის ის მიზნები, რისთვისაც მე შემოვუერთდი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს“, – განაცხადა  თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას მაშინ დატოვებს, როგორც კი ამას კანონი დაავალდებულებს.

 

კომენტარის დატოვება