ქუთაისის მერია: ამოქმედდა ცხელი ხაზი და დაუყოვნებლივ გვაცნობეთ!

ქუთაისის მერია : თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურს გვაცნობეთ ცხელ ხაზზე 242651

მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით ორი დღეა ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების არასანქცირებული აქცია მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ შეწყდა პროტესტი და სამარშუტო ტაქსების ნაწილი გაზრდილი ტარიფით ემსახურება მგზავრებს. ტარიფის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა. მერიას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.