ჯონ ხანტსმანი დათანხმდა ტრამპის შეთავაზებას გახდეს ამერიკის ელჩი რუსეთში

გაზეთი  Politico თეთრი სახლის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯონ ხანტსმანი დათანხმდა აშშ-ს პრეზიდენტის შეთავაზებას გახდეს ამერიკის ელჩი რუსეთში. გამოცემის თქმით ტრამპმა ეს შეთავაზება კვირის დასაწყისში გააკეთა.

ხანტსმანი უკვე შეხვდა სახელმწიფო მდივანს და პრეზიდენტის ასისტენტს. ახლა მხოლოდ ოფიციალური თანხმობაა საჭირო და თეთრი სახლი რუსეთში ახალ ელჩს წარადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მარათონის დასაწყისში ესქ-გუბერნატორი აკრიტიკებდა ტრამპს, მაგრამ მერე აზრი შეიცვალა და მის მომხრეთა სიაში ჩაეწერა.