ლუკაშენკოს განკარგულებით 1 მაისამდე ქვეყანაში ყველა უმუშევარი უნდა დასაქმდეს

ბელორუსიაში აქციები ისევ იმართება, საქმე იმაშია, რომ ლუკაშენკოს განკარგულებით, ქვეყანაში ე.წ. „მუქთახორობის გადასახადია“ დაწესებული, რომელიც უმუშევრებს, ჯარიმის გადახდას ავალდებულებს. ჯარიმის გადახდა არასამართლანად მიაჩნია მოსახლეობას, რომელთა ნაწილი აცხადებს, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად ვერსად დასაქმდა, სწორედ ამიტომ ბელორუსიის ლიდერმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმად 1 მაისამდე ქვეყანაში ყველა უმუშევარი უნდა დასაქმდეს.

-„1 მაისისთვის ყველა დასაქმებული უნდა იყოს. და დაიმახსოვრეთ, სადაც არ უნდა მოვიდე, რომელ რაიონშიც, ჩემი თანაშემწე ჩემთან მოვა და დაუსაქმებელ ადამიანებს შეკრებს შესახვედრად. და ღმერთმა არ ქნას, 1 მაისისთვის ასეთი ხალხი კიდევ არსებობდეს“-განაცხადა ბელარუსის ლიდერმა მთავრობის სხდომაზე.