ფარმაცევტული კომპანია “კამელინი” პლატინის კატეგორიის პრიზის მფლობელი გახდა

ფარმაცევტული კომპანია კამელინი  საერთაშორისო ოქროს ვარსკვლავის შემდეგ, ყველაზე მაღალი-  პლატინის კატეგორიის  პრიზის მფლობელი გახდა

2017 წლის 9 აპრილს, პარიზში,  “Espace Etoile” –საკონფერენციო ცენტრში საზეიმო ვითარებაში გაიმართება საერთაშორისო ორგანიზაცია  BID “BUSINESS INITIATIVI DIRECTIONS”  -ის  (პრეზიდენტი ხოსე პრიეტო) ექსპერტთა ჯგუფის მიერ სხვადსხვა ქვეყნებიდან  შერჩეული კომპანიების   დაჯილდოების ცერემონიალი სხვადასხვა ნომინაციებში. აღსანიშნავი ფაქტია ის , რომ საქართველოდან  ფარმაცევტულ კომპანიაკამელინსუკვე მეორედ ხვდა პრიზად, პირველი ოქროს კატეგორია “QUALITY SUMMIT”  ,    ამჯერად (საერთაშორისო კონვენციის ხარისხის მიხედვით)  კი ყველაზე მაღალი ჯილდო  პლატინის კატეგორია “ QUALITY AWARD”

ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი  კომპანია „კამელინისთვის“.  BID –ის მადრიდის ოფისიდან ფარმაცევტულმა კომპანია „კამელინმა“ მიიღო წერილი, რომელიც იუწყება, რომ კომპანია „კამელინს“ მიენიჭა საერთაშორისო პრიზი “QUALITY AWARD”     -პლატინის  კატეგორია.

აღნიშნული  პრიზი   ენიჭება კომპანიებს,  რომლებიც  აკმაყოფილებენ QC 100–ის კრიტერიუმებს, რომელიც ეფუძვნება კომპანიების ტექნოლოგიურ განახლებას, ეფექტური და მოქნილი საქმიანობის მოდელს, პროდუქციის ხარისხის მუდმივ ამაღლებას  და სხვა.

 ორგანიზაცია BID – “BUSINESS INITIATIVI DIRECTIONS”  31  წლის განმავლობაში ავრცელებს  QC 100–ის ხარისხის მოდელს მსოფლიოს 100- ზე მეტ ქვეყანაში, ასევე წარმოადგენს ხარისხის კულტურის გავრცელების ლიდერს მსოფლიოში.

  BID–  “BUSINESS INITIATIVI DIRECTIONS”  ორგანიზაციის პრეზენტაციების  სარეკლამო მხარდამჭერია  გამომცემლობა IMARPRESS –ი   (მთავარი რედაქტორი დეილ ფიკლინგი), მასში  გაერთიანებული 26 -ზე მეტი წამყვანი ბეჭვდითი გამოცემა ორინტირებულია ინოვაციების გაშუქებით  საქმიან ურთიერთობებზე ბიზნესში და ბაზარზე მიმდინარე მოვლენებზე  ამ სფეროში.