ღირს დაფიქრებად! როგორ გახდა უბრალო ინგუშის მოწოდება დიდი მობილიზაციის საფუძველი (ვიდეო)

ერთი პეტერბურგელი ინგუშის, ალიხან ცოროევის მოწოდებამ- გადაეკეთებინათ სახელი ინგუშეთი ალანიად საოცარი რეაქცია გამოიწვის და მოხდა წამიერი მობილიზაცია.

ამ ინიციატივის ფონზე სამხრეთ-ოსეთის ხელმძღვანელობაში დაიწყო მწვავე დისკუსია თემაზე- რომელ კავკასიელ ხალხს ჰქონდა უფლება იმისა, რომ ყოფილიყვნენ ძველი ალანების შთამომავალნი, რომლებმაც შექმნეს ალანთა სახელმწიფო.

ისიც ცნობილია, რომ ამ შთამომავლობაზე სამი შტო აცხადებს პრეტენზიას.

ოსებმა გადაარქვეს სამხეთ-ოსეთს სახელი და დაარქვეს – ალანია, ინგუშებმა თავის დედაქალაქს მაგასომი-ძველი ალანური სახელმწიფოს საპატივსაცემოდ დაარქვეს, ყაბარდოო-ბალყარები კი ამტკიცებენ, რომ ისინი იწოდებოდნენ ალანებად საუკუნეების განმავლობაში და მოაწყვეს სამეცნიერო პრესკონფერეცია, რომელიც ამტკიცებს მათ შთამომავლობას.

ამ განხილვაში მონაწილეობა მიიღეს, რესპუბლიკის წარმომადგენლებმა.

ვლადიკავკაზში თავისუფლების მოედანზე  შეიკრიბა ასობით ახალგაზრდა. ისინი აღშფოთებას გამოხატავდნენ სახელწოდების გადარქმევის გამო. სამხრეთ-ოსეთის მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურმა მიტინგზე დააფიქსირა 500 მონაწილე, ხოლო რესპუბლიკის პოლიციამ დაახლოებით – 1000. მიტინგზე შეიმუშავეს მიმართვა სამხეთ-ოსეთის ხელისუფლებისადმი, რომ არ დაეშვათ ოსი ხალხის ისტორიის ფალსიფიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ინგუშეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არანაირი გადარქმევა-დარქმევის პროცესი არ მიმდინარეობს, ხელისუფლებას მაინც შეეშინდათ სტიქიური ახალგაზრდების მობილიზაციის. უნდა ითქვას, რომ ცოროევის გამოსვლის შემდეგ ასეთმა სწრაფმა მობილიზაციამ შეაშინა მთავრობა.

ვლადიკავკასში ჩაატარეს რიგგარეშე პარლამენტის სხდომა, სადაც განიხილეს მიტინგი და გაკიცხეს პროვოკატორები, რომლებიც აღვივებენ შუღლს ხალხებს შორის.

უკვე ის ფაქტი, რომ  ერთი ინგუშის სოციალურ ქსელში განთავსებულმა უბრალო პეტიციამ სტიქიურად შეაგროვა დაახლოებით 1000 კაცი, საგანგაშოდ მიიჩნია მთავრობამ, ამას ემატება ისიც, რომ  აიძულეს დეპუტატებს რიგგარეშედ შეკრებილიყვნენ. ასეა ტუ ისე, ამ ყველაფერმა დიდი  პოლიტიკური რეზონანსი გამოიწვია.

ეს ყველაფერი არ არის. ცოროევის სტატუსმა პეტიცია მიაღწია რუსეთის ფედერაციამდე და სამხრეთ ოსეთის სენატორმა მოსკოვში ოსების საზოგადოების შეკრება მოითხოვა, პარალელურად კი სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ბიტაროვმა უსაფრთხოების სხდომა მოიწვია. შემდეგ კი მიტინგზე გავიდა და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ასევე დაჰპირდა აქციაზე შეკრებილებს, რომ გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას და დაიცავს ოსი ხალხის ისტორიულ წარსულს.

იმისათვის, რომ ინგუშეთს არ ეფიქრა, რომ უკვე მთავრობაც მათ წინააღმდეგ აქციას შეუერთდა, ბიტაროვის პრესცენტრმა ასე ახსნა მისი მიტნგზე გამოჩენა-„ის არ დაუშვებს სიტუაციის ესკალაციას და უპასუხებს მიტინგის მონაწილეთა შეკითხვებს“.

ცნობილი უფლებადამცველი იგორ საჟინი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს:

-„აი, რა ადვილად აბუნტებს ადამიანებს ფეიკები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ნელ-ნელა მწიფდება ქუჩაში გამოსვლის სირვილი, და თუ იქნება მოტივი-ნამდვილად ბევრი ხალხი გამოვა, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს ამაზე. მტავრობას ჰგონია, რომ ის მართავს სიტუაციას,მაგრამ ეს ილუზიაა“.

მართლაც, თუ ერთი ჩვეულებრივი ინგუშის ერთმა პატარა სტატიამ ამხელა რეზონანსი გამოიწვია,  არ იქნება ძნელი უფრო სერიოზული თემების აწევისას ქუჩის აქციების და მოთხოვნების დაწყებაც.

https://www.youtube.com/watch?v=VX0bRMEUJsU

https://www.youtube.com/watch?v=WQrwNXbv280