შს მინისტრი: ყველას ვურჩევ დარჩეს სახლში

ბათუმში ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ცოტა ხნის წინ, კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა და განაცხადა, რომ  სპეცოპერაციის შედეგად  40 ადამიანია დაკავებული და „მათი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.“

გიორგი მღებრიშვილი ყველას სიმშვიდისკენ და ამ ეტაპზე აქციების გამართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ყველას ვურჩევ დარჩეს სახლში” – აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.