„ქუთაისის ყოფილი 27-ე სკოლა ჩხუბის, გარჩევების და ძარცვის ობიექტი გახდა!“

დავით ცხვარაძე

ქუთაისის ყოფილი 27-ე საჯარო სკოლა რომ ყოველგვარი დაცვის გარეშეა დარჩენილი, ეს ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის,  geomediatv.ge _ს არქივივში აღნიშნულის შესახებ არაერთი მასალა, თუ ფოტორეპორტაჟია შემონახული.

ამჯერად, პრობლემა სკოლის პერიმეტრის საყოფაცხოვრებო პრობლემებს გასცდა და რიგითობით ე.წ. „სიაში“ ახალი პრობლემაც დაემატა, შენობიდან მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს, მინებს,საგანმანათლებლო დაწესებულების ინვენტარს და სახურავის მასალას იპარავენ, ამათთაგან ნაწილი წაღებულია, ის რაც წასაღებად იყო მომზადებული დამსხვრეული და განადგურებულია.

შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს სკოლის საქვაბე შენობაც, ფაქტის შესახებ ცნობილია ყველა შესაბამისი უწყებისთვის, თუმცა შენობის ბედი რომ არავის აჯავრებს, ეს იქ, სკოლის პერიმეტრსა თუ შენობის ინვენტარს კარგად ეტყობა.

შეგახსენებთ: ყოფილი სკოლის ეზო ხშირ შემთხვევაში ქუჩური გარჩევების ბირჟადაა ქცეული, მოსახლეობას ხმაური, და უწმაწური შეძახილები აწუხებთ, „ვხედავთ, როგორ გააქვთ ღამის საათებში ქუთაისის ყოფილ 27_ე საჯარო სკოლიდან კარ-ფანჯრები, ჟეშტები, მინები, სკოლის სკამები, ორჯერ მაგიდაც გადაიტანეს, შემოხსნეს სკოლის ეზოც, როელიც გალავანივიდ ჰქონდა შემორტყმული ამ უკანასკნელს, და სხვა კიდევ უამრავი რამ ათასი უბედურება ხდება სავსე სანაგვედ ყველაფერი.

გამოდის  უწმაწური სიტყვებისა და ჩხუბის ხმა, ადგილზე  პოლიცა არ პატრულირებს”- აცხადებს სააგენტოსთან  მოქალაქე, რომელმაც გვთხოვა, რომ მისი ვინაობა საჯაროდ არ გაგვემხილა.