ჩვენ ვიხდით საფასურს და მოგვეცით სუფთა წყალი!(ვიდეო)

ლიბერალ-დემოკრატების თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე აცხადებს, რომ ლაგოდეხის მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი. მისი თქმით ამ პრობლემის თაობაზე თავად ადგილობრივებმა განაცხადეს შეხვედრის დროს.

  -„სხვა პრობლემებიც არის, მაგრამ სასმელი წყლის პრობლემა მართლაც რომ ნომერი პირველი საკითხია. წყალი როგორ არ მოდის, მაგრამ მოდის მღვრიე და საშინელი, რა არ მოყვება! ჩვენ ვიხდით საფასურს და მოგვეცით სუფთა წყალი“-აცხადებენ ადგილობრივები.

შეხვედრას ესწრებოდა ლაგოდეხის გამგეობის თანამშრომელი, რომელმაც იქვე განაცხადა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობენ და მალე პრობლემა ამოწურული იქნება, თუმცა ხალხს იმედი გადაწურული აქვს.

ბურჭულაძე კი ამბობს, რომ მართალია პრობლემა დღეს არ გამოჩენილა, მაგრამ დღემდე არსებობს.

კომენტარის დატოვება