კელის სია ეწინააღმდეგებოდა -“ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს”- ილიასეულ სურვილს!

„ქართული ოცნების“  ახალი სახეების წარდგენას საგურამოში თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე ეხმიანება:

-„მინდა ვთქვა,რომ ჩემზე საოცარი,წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა “ახალი სახეების” პრეზენტაციამ.
ილია ჭავჭავაძის სულს,რომელიც”იქ ტრიალებდა” ნამდვილად გაახარებდა თამარ ჩუგოშვილის დასახელება პირველ ნომრად, პარლამენტის თავმჯდომარის პერსპექტივით.

ხარობს ზეციური საქართველო! გენდერული იდეალიზმის ასეთი გამოვლინება თვით ევროპაშიც არ უნახავთ.
მდინარაძის დამსახურება სახეზეა-ვანოს იცავს.

არცერთ “ახალ სახეს” მიხეილ სააკაშვილის დროს არცერთხელ არანაირი პოზიცია არ გამოუხატავს.
სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს,რადგან მათგან მომავალში მხოლოდ მდუმარე მორჩილებას მოითხოვენ.

რაც ხდებოდა  დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა ილიას სულისკვეთებას,იან კელის სია -“ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს”- ილიასეულ სურვილს. ლიბერალ-კოსმოპოლიტური იდეოლოგიის გამტარი ადამიანების უნიჭო შეფუთვა ილიას სახელით არის უზნეო და უხეში მანიპულირება ეროვნულ გრძნობებზე.
სამწუხაროდ,ბევრი ვერ მიხვდა ამას,მაგრამ უფრო დიდი უბედურება ისაა,რომ უმეტესობა მიხვდა,მაგრამ დუმს და “ბედნიერი ერის” ილიასეული აღწერის სრული შესაბამისობით იმის ფიქრი დაიწყო,რომელი მიმართულებით მიაქციოს ვაზელინიანი თავი.

 

კომენტარის დატოვება