„ცხელი“ არჩევნების შემდეგ „მაჩაბელა“თბილისს დაუვიწყარ ოთხ დღეს აჩუქებს(ვიდეო)

ოქტომბერში თბილისი ბავშვთა თეატრალურ ფესტივალს „მაჩაბელას“ კიდევ ერთხელ უმასპინძლებს.

შარშან ფესტივალი ღია ცის ქვეშ ბერიკაობით გაიხსნა, მონაწილე დასებმა მისასალმებელი ნომრები წარმოადგინეს, შემდეგ კი ფესტივალმა ათონელის თეატრში გადაინაცვლა.

12240110_1015009361852577_1498833771102094112_n

ფესტივალის დირექტორი მამუკა ლომაშვილი, ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე ნინო ხომასურიძე. ფესტივალი 11 წლის განმავლობაში ტარდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მის მთავარ მიზანს წარმოდგენს საქართველოში არსებული თეატრალური ჯგუფების, სტუდიების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა.

წელს მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი თბილისში 2016 წლის 13,14 და15 ოქტომბერს ჩატარდება.  დაჯილდოვება 16 ოქტომბერს ფესტივალის დახურვაზე გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობენ ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური სტუდიები და ჯგუფები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ფესტივალი ტარდება ქ.თბილისის მერიის თანადგომით.

როგორც მამუკა ლომაშვილი ამბობს, წელს ფესტივალი უფრო მრავალფეროვანი იქნება, უფრო მეტი მონაწილე ჩამოდის და სიურპრიზებიც ბევრი იქნება.

ასე რომ, „ცხელი“ არჩევნების შემდეგ თბილისს „მაჩაბელა“ დაუვიწყარ ოთხ დღეს აჩუქებს.

 

კომენტარის დატოვება