ნანა ხურითი: ჩემი ”ოცნება” თვალსა და ხელს შუა ქრება…

საგურამოში „ქართული ოცნების“ განახლებული გუნდის წარდგენაზე მსახიობი ნანა ხურითი იყო მიწვეული. როგორი შთაბეჭდილებით დატოვა მასზე წარდგენამ და გაითვალისწინა თუ არა „ოცნებამ“ მისი რჩევა? ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ ნანა ხურითს დავუკავშირდით.

-მიმიწვიეს წარდგენაზე და მივიდი, ვფიქრობდი ძველ აქტივისტებსაც ვნახავდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, „ძველი ოცნება“ არავინ მიიწვია. სიმართლე გითხრათ,  იმ ადამიანის ხათრით უფრო წავედი, ვინც დამიკავშირდა, თან იმედი მქონდა, რაღაც კარგს ვნახავდი.

-ახალი სახეების წარდგენის შემდეგ უამრავი კომანტარი და შეფასება ვნახეთ, მაგრამ ყველაზე მეტად საინტერესოა იმ ადამიანების შეფასებები, რომლებიც ყველაზე რთულ პერიოდში ედგა „ოცნებას“ გვერდით. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

-სამწუხაროდ, ჩემი „ოცნება“ თვალს და ხელს შუა ქრება! გამიხარდებოდა, რომ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოში განათლება მიღებულიც დაესახელებინათ…ფაქტობრივად, გუშინ „ოცნებამ“ ქართული  უმაღლესი სასწავლებლები დააკნინა. ახლა გამოცდებია…რა სტიმულს აძლევენ და რა გზავნილს უგზავნიან აბიტურიენტებს?

-გამოდის, თქვენი რჩევა „ოცნებამ“ არ გაითვალისწინა?

-მე არ მაქვს ჰარვარდში დამთავრებული და რატომ გაითვალისწინებდა?!. მე ბედკრულ საქართველოში მაქვს განათლება მიღებული.

-მხოლოდ ის არ მოგეწონათ, რომ აქცენტი საზღვარგარეთ განათლებაზე გაკეთდა?

-იყო სხვა რაღაცეებიც.

-თავად სახეებზე რას იტყვით?

-რამოდენიმეს გარდა ისინი ”ჩემიანები“ არ არიან…არ დავაკონკრეტებ.

-როგორ ფიქრობთ, განახლებულ გუნდთან ერთად რამდენად გაიზარდა ოცნების შანსი?

-არ ვიცი…არამგონია  მოემატოს, ეს ჩემი დაკვირვებით , რადგან რეგიონებში ჰარვარდი და კიდევ სხვა არ აინტერესებთ, ეგ ვისაც აინტერესებს, ის გაფრინდა…(იცინის) შეიძლება ვცდები.ღმერთმა ქნას. დრო გიჩვენებს…

13726595_1306729606023446_5036807631077225457_n

 

 

კომენტარის დატოვება