” აველუმი” გიწვევთ ოთარ ჭილაძის ხსოვნის საღამოზე

20 მარტს დიდ ქართველ მწერალს, პოეტს, დრამატურგს ოთარ ჭილაძეს 84 წელი შეუსრულდება, ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნად ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ – საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია “ აველუმი ” გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნება მწერლის ხსოვნის გადარჩენას ქართულ ლიტერატურაში .

საღამოზე მოწვეულნი არიან ფილოლოგები, ფილოსოფოსები, პოეტები..

საღამოს წაიყვანენ: მამა პეტრე კოლხი, გივი ალხაზიშვილი, გოგი ხარაბაძე, ვახტანგ ჯავახაძე, ოთარ ფალიანი, მალხაზ არაბული, თამარ სურმავა.

საღამოს მხარდამჭერია “აველუმის” პარტნიორი , ნომერ პირველი ტელემარკეტინგული კომპანია ” ჩემი წიგნი”, რომელიც საღამოს სტუმრებს შესთავაზებს ერთგვარ გათამაშებას. იღბლიან სტუმარს კომპანია გადასცემს ოთარ ჭილაძის რომანს .

ღონისძიებას პარტნიორობს ღვინო “WinoMi”-ს რქაწითელი, 2015 წლის მოსავლიდან.

საღამო გაიმართება ვაკის პარკის მედიათეკაში ჭავჭავაძის 76 დასაწყისი 18:00 სთ. დასწრება თავისუფალია