ვულოცავთ-ქართველი „კავეენშიკები“ უმაღლესი ლიგის მომდევნო ეტაპზე ტრიუმფით გავიდნენ

17 მარტს მოსკოვში „კავეენის“ საერთაშორისო უმაღლესი ლიგის თამაშები ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებიც იღებდა მონაწილეობას. უმაღლეს ლიგაში მონაწილება 22-მა გუნდმა დაიწყო და აქედან 7 გუნდი ასპარეზობას გამოეთიშა. სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები ბრძოლას აგრძელებს. ქართველების გამოსვლამ „მისალმების“ კონკურსში ჟიურის ყველა წევრისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა, ხოლო მუსიკალურ ნომერში მხოლოდ ერთმა ჟიურის წევრმა აუწია ქართველებს უმაღლეს შეფასებაზე ერთი ქულით ნაკლები.

საბოლოოდ „კავეენის“ საქართველოს ნაკრები ტრიუმფით გავიდა შემდგომ ეტაპზე და იმ 15 გუნდს შორის მოხვდა, რომლებიც შემდგომ ტურებში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა „კავეენშიკება“ მაყურებელს სიურპრიზიც შესთავაზეს და სცენაზე რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი არტისტი, ბალეტის აკადემიის რექტორი ნიკოლოზ ცისკარძე გამოიყვანეს, რომელთან ერთადაც რამდენიმე წუთიანი იუმორისტული ნომერი წარმოადგინეს. საქართველოს „კავეენის“ ნაკრები დიდ მადლობას უხდის ნიკოლოზ ცისკარიძეს თანადგომისა და დახმარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქართველებმა „კავეენის“ საერთაშორისო უმაღლეს ლიგაში გამოსვლის უფლება იანვარში, ქალაქ სოჭში გამართულ ფესტივალზე მოიპოვეს, სადაც ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს მაყურებელზეც და პირადად ალექსანდრე მასლიაკოვზეც.

ვულოცავთ მორიგ გამარჯვებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ!