შსს-სთან აქციის მონაწილეები ჯიბეებს ამოიკერავენ

დღეს ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია- “არა ჩადებას!” გაიმართება. აქციის მონაწილეები ნარკოტიკული საშუალებების ჩადებით მოქალაქეების დაკავებებს გააპროტესტებენ და ჯიბეებს ამოიკერავენ.

ეს არის აქცია არა ჩადებას, ეს არის პირველი აქცია, თუმცა აქციები გაგრძელდება, იქნება პერმანენტული, ჩვენ აუცილებლად შევაჩერებთ იმ რეპრესიულ მანქანას და ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, რომლებიც დავიცავთ სხვის შვილებს, იმიტომ, რომ ჩვენი შვილები უკვე სხედან ციხეში და ძალიან აქტიური სამოქალაქო მოძრაობა დაიწყება“- განაცხადა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ.

აქციის ორგანიზატორების თქმით,  პროტესტი პერმანენტული იქნება.