“ასაკი – 40+… თავისუფალი და უკიდეგანო ოკეანე სიყვარულისა…

ბლოგი

ზაზა მჟავია

ასაკი – 40+…ახლა ხედავ სამყაროს და გესმის მისი გულისცემა, იმ წლების ქარიშხალი ჩადგა, რაც იყო ადრე, წლებმა თეთრად გადაპენტა დროის მთები, ჰორიზონტზე სიმშვიდე და ზამთარი მოსჩანს…აღარავითარი ამბიცია, არავითარი მიწიერი მატერიები, ქვეცნობიერად მიისწრაფი შემოქმედისაკენ და…..საერთოდ არც სიბერე არსებობს და არც სიკვდილი. უახლოვდები გზის დასასრულს და იცი, რომ შეაბიჯებ მარადისობაში და ეს მარადისობაა თვითონ უფალი…

…და უფალია სამყაროც და სიყვარულიც…

1000 წელიც რომ იცოცხლოს ადამიანმა, როცა მოვა დრო მარადისობაში გადასვლის, მაინც იკითხავს – უკვე? ასე უცებ? –რა გინდა, რას მიწებებიხარ ამ მიწიერს ?! ან რატო გენანება აქაურობის დატოვება, ეს გასაწმენდელი და სულის გასავითარებელი სამყოფელია, არ დაიღალე ამდენი შურით, ბოღმით, მტრობით? თავისუფლება ხომ არარსებული ფაქტორია დედამიწაზე, ადამიანებს დიდ ტყუილში გვაცხოვრებენ და ვისაც ოდნავ ჭვრეტის უნარ გვაქვს და შეგვრჩენია, ჩავიხედოთ სულში და დავინახავთ რამხელა სამყაროა ჩვენში, რამხელა თავისუფალი და უკიდეგანო ოკეანე სიყვარულისა…

…გინდა აგიხსნა რა გიხსნისო? სიძულვის შეეშვი და სიყვარული გიხსნისო, სიყვარული უფლის, მოყვასის და თავისუფლების…