ეს არის მოგონილი მხოლოდ იმისთვის, რომ თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას

შინაგან საქმეთა სამიისტროსთან გამართულ აქციას დღეს მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი მღებრიშვილმა პროტესტს სპექტაკლი უწოდა და განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობას აქვს ადგილი.

„ეს ყველაფერი არის ჭორაობა. პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მოგონილი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ თავი აარიდონ მოსალოდნელ პასუხისმგებლობას. მე 1998 წლიდან გამომძიებლად ვმუშაობდი და ეს ინსინუაციები, ასე ვთქვათ, სპექტაკლი ჩემთვის უცხო არ არის” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.