კამელინი – სიცოცხლის ხარისხის ამაღლება და გახანგრძლივება

R

საქართველოში არც ერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, გაევლო ისეთი დონის სამეცნიერო-კლინიკური კვლევები, როგორც “კამელინს”. ბენედიქტე მაღლაკელიძის მიერ შექმნილმა პრეპარატ “კამელინმა” უმოკლეს დროში მოიარა მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრები, სადაც დადასტურდა მისი უნიკალური იმუნომოდულატორული, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები. 50-იანი წლებიდან  დღემდე პრეპარატი მოიხმარა ათასობით ონკოდაავადებულებმა, მათ შორის უმძიმეს სტადიაში მყოფ ავადმყოფებმაც, თითქმის უმეტეს შემთხვევებში მიღწეულ იქნა თერაპევტული ეფექტი, კერძოდ საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების, ტკივილების და პირღებინების გაქრობის სახით, სისხლის სურათის გაუმჯობესებით, მეტასტაზების ზომების შემცირებით, იმუნური სისტემის გაძლიერებით, შრომისუნარიანობის აღდგენითა და სიცოცხლის გახანგრძლივებით.

რ.კ.  54 წლის,  – 20 წლის წინ მოვხვდი სეფსის ცენტრში, დამისვეს გრამუარყოფითი სეფსისის, სეფსისური ენდოკარდიტის დიაგნოზი, ჰემატოლოგის მიერ დამიდგინდა ლეიკოზიც, ტომოგრაფიული კვლევით კი ელენთის ქვემოთ დაფიქსირდა ლიმფური კვანძების კონგლომერატი. ვიმყოფებოდი თამარ ბოჭორიშვილის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლის დანიშნულებით ვმკურნალობდი ძალიან ძვირადღირებული პრეპარატებით. ქალბატონი თამარი აწარმოებდა წლების მანძილზე დაკვირვებას დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, საბოლოოდ დადგინდა რომ ყველაფერს განაპირობებდა თირკმლის პათოლოგია – ქრონიკული პიელონეფრიტი, რამაც გამოიწვია სეფსისი. ჩამიტარდა ოპერაცია მარჯვენა თირკმლზე. რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან დიდხანს გაგრძელდა, 1999 წლიდან 2007 წლამდე მწოლიარე ავადმყოფი ვიყავი ანუ მანამდე, სანამ პრეპარატ “კამელინის” არსებობა შევიტყვე ახლობლისაგან, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნით დღესაც ცოცხალი და შრომისუნარიანია “კამელინის” წყალობით. დავიწყე “კამელინ მ1” ინექციის გაკეთება, პირველივე კურსიდან მომემატა ენერგია, გამიუმჯობესდა სიცოცხლის ხარისხი. ექვსთვიანი მკურნალობის შემდეგ ჩავიტარე კვლევები. ლიმფური კვანძების კონგლომერატი აღარ ისინჯებოდა. მე-10 წელია შევწყვიტე ყველანაირი პრეპარატების მიღება. ყოველ წელს პროფილაქტიკური მიზნით ვიტარებ მხოლოდ კამელინოთერაპიას “კამელინ მ 2”-ით.

ლ.ა.  – 10 წლის წინ  აღმოაჩნდა ყელის ავთვისებიანი სიმსივნე (IV სტადია), ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და უიმედო გახდა.დაიწყო  “კამელინის” ინიექციების გაკეთება, ჩაიტარა  6 კურსი. შედეგი გამაოგნებელი და დაუჯერებელი გახლდათ. პაციენტი დღემდე  თავს შესანიშნავად გრძნობს, შრომისუნარიანია. მას შემდეგ წელიწადში 2-3 ჯერ მხოლოდ პროფილაქტიკის თვალსაზრისით იღებს “კამელინ მ 2” კაფსულებს.

.. – 3 წლის წინ დამისვეს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი, ორჯერ ჩავიტარე ქიმიოთერაპია, გამცვივდა თმები, ვიებდი უამრავ ტკივილგამაყუჩებლებს, სისხლში შემცირდა ლეიკოციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობა. დავიწყეკამელინ 1” ინიექციების გაკეთება, ტკივილები პირველი კურსიდანვე მომეხსნა, მომემატა ენერგია, თანდათან გაუმჯობესდა საერთო მდგომარეობა, ამიტომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა მკურნალობა. მეორე კურსიდან შედეგები უკვე თვალში საცემი იყო: ტკივილების სრული კუპირება, სიმსივნური პროცესის შეჩერება, მოცულობაში შემცირება, მკერდის დვრილის წინ წამოწევა, დარბილება, საერთო მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. დღეს მხოლოდ პროფილაქტიკური თვალსაზრისით ვიტარებ კამელინოთერაპიას.

ლ.ლ.  – 1968 წელს დამისვეს მარჯვენა საკვერცხის სიმსივნის დიაგნოზი. პერიოდულად ვმკურნალობდი სხვადასხვა საშუალებებით. “კამელინით” მკურნალობა კი 1970 წელს გადავწყვიტე, მაშინ ეს პრეპარატი სახლის პირობებში მზადდებოდა. თითქმის 30 წელზე მეტია გასული და აღნიშნულ დაავადებას თავი აღარ შეუხსენებია. 3 წლის წინ კი ყელის მიდამოში კვერცხისოდენა ჯირკვალი გამომივიდა, ონკოლოგიურში ლიპომის დიაგნოზი დამისვეს და სასწრაფო ოპერაციაც გადამიწყვიტეს. მე გაგებული მქონდა, რომ პრეპარატი “კამელინი” უკვე აფთიაქებში იყიდებოდა და რა თქმა უნდა, ისევ დავიწყე მკურნალობა. მაშინვე ვიგრძენი მნიშვნელოვანი ცვლილებები, სიმსუბუქე, ენერგიის მომატება. გავიკეთე 40 ამპულა და აღარაფერს ვუჩიოდი, ჯირკვალიც თანდათან დაპატარავდა და გაქრა.

დიმიტრი ცეცხლაძე – ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი აჭარაში – რამდენიმე წლის წინ თანამშრომელი გაგვიხდა ავად, დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა, რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში სიმსივნური  კერა. ჩივილები იძლეოდა იმის საფუძველს რომ გვეფიქრა ონკოდაავადებაზე. ჩვენდა გასაკვირად მან უარი განაცხადა ქირურგიულ მკურნალობაზე და თბილისში გაემგზავრა. ახლობლის რჩევით დაიწყო “კამელინის მ1” გამოყენება. პირადად ვკურირებდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაგრამ არ მიმხელდა რა საშუალებით მკურნალობდა. პაციენტმა მალევე მოიმატა წონაში, სიმპტომები თანდათან ალაგდა, ორი თვის შემდეგ მას გაუკეთდა ხელახალი რენტგენოლოგიური კვლევა. გულწრფელად ვაღიარებ, რომ გაოგნებული დავრჩი. სისმსივნური კერის ნასახი არსად ჩანდა. სწორედ ამის შემდეგ შევიტყვე, რომ იგი “კამელინის” ინექციებით მკურნალობდა. მეხუთე წელია ჩვენი თანამშრომელი თავს შესანიშნავად გრძნობს. მივესალმები “კამელინის” ფართოდ დანერგვას ონკოლოგიაში.

მარინა გორგოლაძე – ოფთალმოლოგი- -10  წლის წინ დამიდგინდა ფიბრომატოზულ-კისტოზური მასტოპათია, საჭირო იყო ოპერაციული ჩარევა, მაგრამ ქალბატონმა გუგულიმ (პრეპარატ “კამელინის” ავტორის მეუღლემ) მირჩია პრეპარატი “კამელინი მ1”-ინექცია. ერთი თვის შემდეგ დიაგნოსტიკის საფუძველზე კვანძები აღარ დაფიქსირდა. ჩვენს ქალაქში სხვადასხვა დაავადებების მქონე კმაყოფილ პაციენტთა რაოდენობა დიდია. შესანიშნავი შედეგები აღინიშნება ოტოლარინგოლოგიაში, გინეკოლოგიაში, კერატიტების დროს ოფთალმოლოგიაში, რევმატოლოგიაში, პროქტოლოგიაში (სანთლების სახით) და ონკოდაავადებების დროს, ასევე პროფილაქტიკური თვალსაზრისით, როგორც შესანიშნავი იმუნომოდულატორი.

.. 49 წლის, დიაგნოზი- ქრონიკული პროსტატიტი. პროსტატის ადენომა I-II სტადია,  პროსტატის მოცულობა 64,3 ქსოვილის სისქეში-პერიფერიულ ზონებში ისახებოდა შერეული ექოგენობის და ექოსტრუქტურის მოცულობითი წარმონაქმნები დიამეტრით 22, 21,  18 მმ. ნარჩენი შარდი -40 მლ. კამელინით მკურნალობის ერთი კურსის შემდეგ ზომა 36 გრ. პროსტატის პერიფერიული ნაწილი კეროვანი ცვლილებების გარეშე, ლეიკოციტოზი შემცირდა (30-35 დან 10-15 მდე).

 კამელინთანდაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება დაკონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:
2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (
ოფისი); 599 33 10 89; 597769740; 599 23 03 33; 599580907
 
www.
Camelyn.ge
fosta: info@camelyn.ge