ამინდი საქართველოში

28 მარტს – 2 აპრილს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

28 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსი იქნება.

29 – 31 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.

1 – 2 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.