Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო 13 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს

29 მარტს, 12:00 საათზე სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ გაიმართება პრეზენტაცია:  Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო 13 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს.

2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველო  მასპინძლობს 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში. საერთაშორისო სპორტულ რუკაზე საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს.

პროექტCheck in Georgia-სა დამისფარგლებში გასამართი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი წარუდგენენ. პრეზენტაციას დაესწრებიან სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები და სპორტსმენები.