“წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა აღნიშნული ფაქტი „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს, რომ შემთხვეოდა…”

გოჩა ნაჭყებია

ჟურნალისტი

Sos!
-სირცხვილი, რომელსაც ვერსად წაუხვალთ…
მედიაკავშირ „ობიექტივის“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტზე რატომღაც ყველა დუმს, სამწუხაროდ მთელი დღის განმავლობაში ვერსად ვნახე ვერც სახელისუფლებო და ვერც ე.წ პოლიტიკური უმცირესობის განცხადებები ან შეფასება მომხდარზე.
სად ბრძანდება ნანუაშვილი ან მისი არაფრისმომტანი შეშფოთება, (მიცვალებულზე გვირგვინი)
არც „სიტყვის თავისუფლების“ გადამრჩენი არასამთავრობო სექტორი ჩანს მერიდიანზე…
ხათრით არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტყუილად რაზე მოიკითხავ, აღშფოთებისთვისაც არ უქნია განგებას…
წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა აღნიშნული ფაქტი „რუსთავი2“-ის ჟურნალისტს, რომ შემთხვეოდა:
1. აღშფოთდებოდა უჩა.
2. შეშფოთდებოდა მარგველა.
3. ნასკებიდან ამოხტებოდა ოპოზიცია.
4. საგანგებო შეხვედრები გაიმართებოდა აშშ-ს საელჩოში.
5. შეიქმნებოდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ჟურნალისტი ხელშეუხებელია“.
6. ევროსაბჭოდან მივიღებდით ფაქტის დაგმობის ცხელ-ცხელ კორიანტელს.
7. ბოლოს ვინმე „მორიგე“ ყველას ერთიანად შეუკურთხავდა და….

ეჰ, ჩემო კოაბიტირებულო პოლიტიკანებო, მგონი მაზოხისტები ხართ…
-თქვენ უნდა გლანძღონ, გაგინონ, ტალახი გესროლონ, ცილი დაგწამონ და გაშანტაჟონ, რომ დაინახოთ და შეიმჩნიოთ…
გრცხვენოდეთ, „ობიექტივით“ დაიწყო… ვინ იქნება შემდეგი?
არ დაგავიწყდეთ არჩევნები კარს მოგვადგა და ვისაც ელოლიავებით, ვინც სტრასბურგიდან მორიგეთი გაშინებთ, სწორედ ის დაგადებთ გულზე სამგლოვიარო „ვენოკს“.