“მუშაობა და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და აუცილებლად შევძლებთ, რომ საქართველო გაერთიანდეს“

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმეს. უშიშროების საბჭოს გზავნილს რუსეთისთვის პოზიტიურად მიიჩნევს განათლების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა და ამბობს, რომ არავის და განსაკუთრებით რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ოდესმე რაიმე დაემუქრება.

„რუსეთისთვის ეს არის გზავნილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიცია და არჩევანი ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცვლება. რუსეთს არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს რაიმე დაემუქრება. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არის პოზიტიური გზავნილი, რომ ჩვენ ჩვენი მუშაობა და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და აუცილებლად შევძლებთ, რომ საქართველო გაერთიანდეს“-განაცხადა ჯეჯელავამ.