სენსაცია მედიცინაში-ისპანახის ფოთლებისგან გულის კუნთი

ვუსტერსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (აშშ. მასაჩუსესის შტატი) მეცნიერებმა ისპანახის ფოთლისგან შექმნეს სხეული, რომელიც ძალიან ჰგავს მიოკარდიუმის კუნთოვან ქსოვილს. საქმე ისაა, რომ მცენარის ძარღვები ფუნქციონირებს ზუსტად ისე, როგორც ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემა.

უფრო ადრე სპეციალისტები სდილობდნენ შეექმნათ სისხლძარღვთა მიკრო ქსელი 3D პრინტერის საშუალებით, მაგრამ მათი ცდა შედეგით არ დასრულდა.

ახლა კი მეცნიერებმა მცენარის ფოთლებიდაგ გამოყვეს რამდენიმე ნივთიერება, დატოვეს მხოლოდ ჩონჩხი ნეიტრალური ცელულოზის კაპილარებით, შემდეგ დაამუშავეს ღეროვანი უჯრედები, რი ს შედეგადაც მიიღეს კუნთოვანი ქსოვილი.  ამ ქსოვილით შესაძლებელია მცირე მოცულობის სითხის მართვა. მეცნიერებმა ფოთლის ძარღვებში შეუშვეს სისხლის უჯრედები და მათ დაიწყეს ცირკულაცია.

სპეციალისტების თქმით, ეს არის სენსაციური აღმოჩენა მედიცინაში, რომელიც საშუალებას მისცემს ექიმებს ეფექტურად უმკურნალონ  პაციენტს ინფარქტის და ინსულტის დროს. გარდა ამისა, ექსპერიმენტი იძლევა საშუალებას შესწავლილი იქნას მცენარეებისა და ცხოველების მსგავსება.

-„წინ კიდევ დიდი ხნის და ძნელი სამუშაოებია, მაგრამ პერსპექტივა ძალიან დიდია, პაციენტების უმრავლესობა შეძლებს მკურნალობის შემდეგ სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებას“-განაცხადა ბიომედიცინის ინჟინერიის პროფესორმა გლენნ გოდეტმა.

წყარო: openreporter.ru