დაზარალებულები კანცელარიასთან ხვალიდან კარვის გაშლას გეგმავენ

30 იანვარს თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული “ბავშვთა სამყარო”-ში გაჩენილი ხანძრის შემდეგ დაზარალებულები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მთავრობის კანცელარიასთან. მოვაჭრეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი იმ 60-კაციანი სიის გასაჯაროებას ითხოვენ, რომლებმაც, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, კომპენსაცია მიიღეს. მოგვიანებით მოვაჭრეებმა საკრებულოსთან გადაინაცვლეს, სადაც აქცია გაგრძელდა.

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულებს 3 000 ლარი, 24 მარტს, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თბილისის საკრებულომ შესთავაზა.  ისინი საწყის ეტაპზე 5000 ლარს, მოგვიანებით კი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც ცნობილი ხდება, დაზარალებულები კანცელარიასთან ხვალიდან კარვის გაშლას გეგმავენ.  შესაბამისი ნებართვის ასაღებად განცხადება დღეს შეიტანეს.