ამერიკელმა მოზარდმა რომის პაპზე თავდასხმის მცდელობა აღიარა

ამერიკის იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრის ინფომაციით, ნიუ-ჯერსის შტატში მცხოვრები მოზარდი სანტოს კოლონი გამოტყდა, რომ გეგმავდა რომის პაპზე თავდასხმას.

პრესცენტრის ინფორმაციით მოზარდი პაპზე თავდასხმას „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით 2015 წელს პაპის ფილადელფიაში,პენსილვანიის შტატში  ვიზიტის დროს გეგმავდა.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ კოლონი, რომელიც მაშინ 15 წლის იყო სნაიპერის მომსახურების გამოყენებას ფიქრობდა. დგინდება, რომ ბიჭი დაუკავშირდა ადამიანს, რომელიც ფიქრობდა რომ იყო სნაიპერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის „ფებეერის“ თანამშრომელი იყო. გარდა ამისა, უწყების რელიზში ნათქვამია, რომ კოლონი გაგმავდა პაპის მკვლელობის ადგილთან ახლოს აფეთქების მოწყობასაც.

მოზარდი დაკავებული იქნა 2015 წელს. მას 15 წელი პატიმრობა და ჯარიმა 250 ათასი დოლარი ემუქრება.