ბაღების სააგენტოს გარშემო სკანდალი გრძელდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „გაერთიანებული საზოგადოება“ საბავშვო ბაღებში დირექტორების მოადგილეების გათავისუფლების პროცესს ეხმიანება და ა.ცხადებს, რომ ბაღების სააგენტოს საქციელს მხოლოდ ერთი სარჩული უდევს-„ოცნების“ რეიტინგის კიდევ უფრო დაბლა დაწევა და წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პიარი.

-„ჩვენი ინფორმაციით ბაღების სააგენტოში დაბარებულნი იყვნენ ბაღების დირექტორები და მათ აიძულეს თავიანთი მოადგილეების გაშვება სამსახურიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში დირექტორებს შეექმნებათ  პრობლემები. მოგეხსენებათ თემურ თორდინავამ გაათავისუფლა 158 ბაღის დირექტორის მოადგილე და დარჩენლი 6 წინასაარჩევნოდ მიადგა ….

ჩვენ მოგვმართეს ამ მოადგილეებმაა და ვგმობთ ბაღების სააგენტოს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიბებს, რადგან ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული აქვს და ისინი არგუმენტირებულად ვერ უშვებენ თანამშრომლებს სამსახურებიდან…. ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები დღეს ქართული ოცნების კოორტინატორებმა ჩაანაცვლეს.

თემურ თორდინავას სამსახური ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს და ეს დღეს ნათლად დავინახეთ, როდესაც დაზარალებული ხალხი სევდია უგრეხელიძესთნ მივიდა შეხვედრაზე.

არჩვნებამდე 4 თვით ადრე ოცნება მიზანმიმართულად ეხმარება ნაციონალურ მოძრაობს წინასაარჩევნოდ მაქსიმალურად იპიარონ თავი და ოცნებას, რომელსაც უკვე ისედაც დაბალი რეიტინგი აქვს, კიდევ უფრო მეტად გაუფუჭონ სახელი.   ეს ყველაფერი არჩვნებზე ცუდ შედეგებს მოგვცემს !“-აცხადებს „გაერთიანებული საზოგადოება“.

 

 

კომენტარის დატოვება