ომი იქნება!!! ჩვენ, “ჩვენი თავი ვიტიროთ” და იმისთვის მოვემზადოთ, რას მოიმოქმედებს ვანია!..:

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

-“ჩინეთმა დახურა საჰაერო და სხვა კორიდორები ჩრდილოეთ კორეასთან… ომი იქნება!!! 5 წარმატებული ატომური ცდა ჩაატარა იმ ავადმყოფმა კიმ ირ სენის მემკვიდრემ და ეტყობა დიალოგით მას ვერ გააჩერებ, არადა – გასაჩერებელია!.. ჩინეთი “ხელს იბანს”, ალბათ იმიტომ, რომ ომის შემდგომი პოზიციები გაიმაგროს, მშვიდობისმყოფელ მეგობრად (კორეელების სისხლი არ ექნება დაღვრილი) მოევლინოს “გაერთიანებულ კორეას”! რუსეთიც სამხედრო ოპერაციებში არ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ შეეცდება მაქსიმალური სარგებელი ნახოს იქ სადაც დღეს უჭირს (სირია, უკრაინა, ეკონ.სანქციები) და იმ დაშვებული შეცდომებიდან, რასაც აშშ-ის მოქმედებებს მოჰყვება, ომის დროს და მისი შედეგებიდან გამომდინარე!

ჩვენ, “ჩვენი თავი ვიტიროთ” და იმისთვის მოვემზადოთ, თუ რას მოიმოქმედებს ვანია ჩვენს მიმართ! აგერ, ქალანთაროვი სოხუმში ჩაეთრევა 18 აპრილს…