“შენ ზევითა ხარ მე ქვევით,როგორ აგიმღვრევ წყალსაო”- ჩვენზე და რუსეთზეა დაწერილი”

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დეპუტატი

-“ბევრი საუბრობს,რომ რუსეთის ფედერაციასთან აუცილებელია დაიწყოს მოლაპარაკებები, ეს აზრი მეც არაერთხელ გამომითქვამს, ცხადია, რუსეთთან მოლაპარაკება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,მაგრამ საქმე იმაშია,რომ რუსებს არანაირი სურვილი არა აქვთ ჩვენთან მოლაპარაკებისა.
რუსებს რომ ჩვენთან მოლაპარაკება უნდოდეთ, ეთნოწმენდის შედეგების აღმოფხვრის დეკლარირებას მაინც გააკეთებდნენ.

ამის მაგივრად,ვხედავთ ლავროვის ვიზიტს აფხაზეთში “საელჩოს” გასახსნელად და “რეფერენდუმის” ინსპირაციას შიდა ქართლის რეგიონში.

მთელი მათი დიპლომატიური ძალისხმევის აზრი კი ის არის,რომ თვითონ გახადონ შეუძლებელი მოლაპარაკების დაწყება და შემდეგ ყველაფერი აქეთ გადმოგაბრალონ თავისი აგენტურის მეშვეობით.

მოკლედ,”შენ ზევითა ხარ მე ქვევით,როგორ აგიმღვრევ წყალსაო”- ჩვენზე და რუსეთზეა დაწერილი, გაგრძელებითურთ,რასაკვირველია.