ძლიერი ქარი ბათუმში

უამინდობა ბათუმში – ქარმა ბენზეს დასახლებაში დევნილების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, რომელიც ეზოში გაჩერებულ მანქანებს დაეცა. დაზიანებულია 5 ავტომობილი.

მანქანების მფლობელები ზარალზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.

ქარმა ქალაქში ხეებიც წააქცია, დააზიანა ავტობუსის გაჩერება და მშენებარე კორპუსების უსაფრთხოების ღობეები.