„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა იპრიტი გამოიყენეს

CBS News -ის ინფორმაციით, ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა აშშ-სა და ავსტრალიის სამხედრო ინსტრუქტორების წინააღმდეგ იპრიტი გამოიყენეს.

ტელეარხის ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროთა შორის დაზარალებულები არ არიან, ერაყის მოქალაქეებმა კი სამედიცინო დაწესწბულებას მიაკითხეს. 25 მოქალაქე მძიმე მდგომარეობაშია.