გარემოს დაბინძურებისთვის დღეიდან დაჯარიმდებით!

კანონდარღვევის გამოსავლენად თბილისის ქუჩებში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოძრაობენ. დღემდე მათი ფუნქცია მოქალაქეების მხოლოდ ინფომრირება იყო – დარიგდა ფლაერები, სადაც დეტალურად იყო მოცემული ინფორმაცია საჯარიმო სანქციების შესახებ. დღიდან კი სადამსჯელო ღონისძიებები ამოქმედდება.

ჯარიმების ოდენობა 80 დან 500 ლარამდე მერყეობს.